პირადი

არ დანებდე!

შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ დანებდე, ჩაიქნიო ხელი ცხოვრებაზე, ყველა შენს ოცნებაზე, მიზანზე.. შენ არ გაქვს უფლება დანებდე მხოლოდ იმის გამო, რომ გვერდში ის ადამიანები აღარ გყავს, რომლებიც დღეებს გიფერადებდნენ. დრო გადის გესმის ? დრო გადის და ეს ადამიანებიც დროსთან ერთად მიდიან. გაიხსენე… გაიხსენე რა გადაიტანე იმისთვის, რომ ახლა აქ იყო, რომ გქონდეს ის… Continue reading არ დანებდე!

წიგნების თარო

რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი და პაულო კოელიო

დაახლოებით 2-3 წლის წინ, ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თაროდან პაულო კოელიოს “რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი” ჩამოვიღე და კითხვა დავიწყე. მანამდე არასდროს წამიკითხავს მისი შემოქმედება და არც თვითონ მწერლის ბიოგრაფია. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ მასზე მხოლოდ ცუდი კომენტარები მქონდა წაკითხული სხვადასხვა სოც.ქსელებში, მხოლოდ ორიოდე კარგს თუ წავიკითხავდი. ამის მიუხედავად, გადავწყვიტე თვითონ შემეფასებინა ეს ადამიანი… Continue reading რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი და პაულო კოელიო

პირადი

დეკემბერი დადგაო და…

  მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მაშინ იცოდა ნამდვილი ზამთარი. თოვდა უსასრულოდ, საოცრად დიდი და ლამაზი ფიფქებით. საოცრად ლამაზია ბუნება ამ დროს. რაღაც არის მასში ისეთი, რაც უნებურად გაგაღიმებს. მიყვარს ზამთარი არა იმიტომ, რომ მისი თეთრი საბანი მიყვარს, არა იმიტომ, რომ ზამთარში ახალი წელია, არამედ იმიტომ, რომ ისიც ჩემსავით ცივია. ცივია, მაგრამ ცოტა თუ იგრძნობს მისი… Continue reading დეკემბერი დადგაო და…

პირადი

სიყვარულო ძალსა შენსა..

თემა სათაურად “სიყვარული”.. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება დავა, ბჭობა, საუბარი.. ზოგს შეიძლება მობეზრდეს კიდეც, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი თემაა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა რომ კიდევ მომიწევდა სიყვარულზე ბაასი. თუმცა, ერთ დღესაც, ქართულის მასწავლებელმა დავალება მოგვცა დასაწერი : რა არის სიყვარული ? ან უბრალოდ მოგვეყოლა პირველ სიყვარულზე ესსეს სახით. ამ პოსტში სწორედ ამ თემის გაზიარება მინდა… Continue reading სიყვარულო ძალსა შენსა..

პირადი

მარტო ვარ …

  მე მარტო ვარ, მარტო ვარ და მარტო დავდივარ ვიწრო ქუჩებში,  თითქოს ობოლი, ნაზი ყვავილი, შევყურებ დარაბებს ჩემს წინ აღმართულს.. მარჯვნივ სიჩუმე დაიწყებს სტვენას, მარცხნივ სიბნელეს დაუწყებ დევნას, მაგრამ მეგობარს, შენთვის განწირულს ვერ ხედავ მაშინაც, როდესაც გტკივა.. მიჭირს ხომ ხედავ? სადა ხარ?! გნახავ, გულში ჩაგიკრავ, გიამბობ ამბებს.. ობლად დარჩენილს, როგორ მივლიდნენ, ცოდვილს გულის ძარღვს როგორ… Continue reading მარტო ვარ …

პირადი · ჩანახატები

“ჯადოსნური ბიმა”

      * * * ოთახის ღია ფანჯრებიდან გაზაფხულის ყვავილების მდიდარი სურნელი შემოსულიყო. იქვე მდგარ სავარძელში მოკალათებული ოლივია მონდომებით კითხულობდა სახლის ბიბლიოთეკაში ნაპოვნ წიგნს და თითოეულ წინადადებას თავის ცხოვრებას უკავშირებდა. ბაღიდან შემოსული ჩიტების ჟღურტული ყურს უტკბობდა და ანჟეში დასადგურებულმა სიმშვიდემაც თავისებური გავლენა იქონია მასზე. ვეიბო კალთაში უზის და ნებივრობს, წიგნის კითხვის საშუალებას არ აძლევს,… Continue reading “ჯადოსნური ბიმა”